ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი მსოფლიოში მეგობრებს და პარტნიორებს იძენს, მათ შორის კი ვლადიმერ პუტინია

14:05, 24.12.2024

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი მსოფლიოში მეგობრებს და პარტნიორებს იძენს, მათ შორის კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

როგორც ორბანი ამბობს, უნგრელებს მისგან სარგებლის მიღება შეუძლიათ.

„აშშ-ის ახალ პრეზიდენტს მოსწონს უნგრეთი. ჩინეთის პრეზიდენტი ევროკავშირის ორ ქვეყანას ეწვია – საფრანგეთს და უნგრეთს, თურქეთის პრეზიდენტი ჩვენი მეგობარია, ჩვენი კარგი მეგობარია ისრაელის პრემიერ-მინისტრი“, – ამბობს ვიქტორ ორბანი.

მსგავსი