ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის დაცემა სერიოზული პრობლემა იქნება უნგრეთისთვის
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის დაცემა სერიოზული პრობლემა იქნება უნგრეთისთვის. ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს.
ორბანის თქმით, მისი ქვეყანა არ არის დაინტერესებული უკრაინის დამარცხებით, რადგან ეს კატასტროფული იქნება მისი ქვეყნისთვის.
„უკრაინის დამარცხება სერიოზული პრობლემა იქნება უნგრეთისთვის, ამიტომ უკრაინის დაცემა არა მხოლოდ არ შედის უნგრეთის ინტერესებში, არამედ ჩვენ შესანიშნავ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, რათა ეს არ მოხდეს“, – აღნიშნავს ორბანი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანაში სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქ უნგრეთისთვის, რომელიც უკრაინის ელექტროენერგიის 44%-ს და გაზის 58%-ს ამარაგებს.
„ამასობაში, ომი ყოველდღიურად ასუსტებს უკრაინას. მშვიდობა ერთადერთია, რასაც შეუძლია მისი გაძლიერება. ყველა, ვინც ჭეშმარიტად უჭერს მხარს უკრაინას, უნდა ისწრაფოდეს მშვიდობისკენ და ისწრაფოდეს მისთვის დაუყოვნებლივ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
Make no mistake: Ukraine’s collapse would be a disaster for Hungary. Stability next door matters. Hungary supplies 44% of Ukraine’s electricity and 58% of its gas. Meanwhile, the war weakens Ukraine day by day. Peace is the only thing that can strengthen it. Anyone who truly… pic.twitter.com/PxwEe0iXYL
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 20, 2025