ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა არ არის სუვერენული სახელმწიფო, რადგან მის ხარჯებს ევროკავშირის ქვეყნები იხდიან
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა არ არის სუვერენული სახელმწიფო, რადგან მის ხარჯებს ევროკავშირის ქვეყნები იხდიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა არ არის სუვერენული სახელმწიფო, რადგან „მის ხარჯებს ევროკავშირის ქვეყნები იხდიან“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მიიჩნევს ორბანი უკრაინას სუვერენულ სახელმწიფოდ და რა არგუმენტი აქვს მას ამაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას არ აქვს თანხები, რომ საკუთარი თავი არჩინოს.

„ჩვენ ვუხდით სამხედროებს, ჩვენ ვუხდით სახელმწიფო ბიუროკრატიას, ჩვენ ვუხდით პენსიებს, ჩვენ ვუხდით ყველაფერს. თქვენ თუ ვინმე სხვა გარჩენთ, მაშინ არ ხართ სუვერენული ქვეყანა“, – თქვა ორბანმა.