ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ცენტრალური ევროპა და აშშ ბრიუსელზე ზეწოლას მოახდენენ - „ჩვენ მათ სენდვიჩში გავახვევთ“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ცენტრალური ევროპა და აშშ ბრიუსელზე ზეწოლას მოახდენენ.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მათ სენდვიჩში გავახვევთ, რადგან საუზმემდე მიღებულია სენდვიჩზე ფიქრი“, – განაცხადა ორბანმა ინტერვიუში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპმა დაბრუნების შემდეგ უკვე მოასწრო რაღაცის გამოსწორება, როდესაც განაცხადა, რომ მამა კაცია, ხოლო დედა – ქალი.
„ჩვენ დავბრუნდით ევროპის მთავარ ქუჩაზე, ჩვენ ახალი მეინსტრიმი ვართ“, – აღნიშნა ორბანმა.