ვიქტორ ლინდელოფი - კარგი იქნება, ქართველებთან ზლატანი თუ ითამაშებს #1TVSPORT
ვიქტორ ლინდელოფი - კარგი იქნება, ქართველებთან ზლატანი თუ ითამაშებს #1TVSPORT

შვედეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, იანე ანდერსონთან ერთად ბათუმის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სტუმართა ნაკრების კაპიტანი, ვიკტორ ლინდელოფი იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში იმედიანი განცხადებები გააკეთა.

„ვეთანხმები ჩვენს მთავარ მწვრთნელს, იანე ანდერსონს – საქართველოს ნაკრები სახიფათო გუნდია და ყურადღბა დაგვჭირდება, რომ პრობლემები გამოვრიცხოთ. ეს გუნდი საკამაოდ სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენ ხვალ მოგება გვჭირდება, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ვიკტორ ლინდელოფმა.

შვედეთის ნაკრების მცველი იმედოვნებს, რომ ბათუმში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ითამაშებს და გუნდს დაეხმარება:

„გასაგებია, რომ ზლატანის მოედანზე გასვლა ჩვენთვის დადებითი მომენტი იქნება და გუნდის სათამაშო განწყობაზე კარგად აისახება. მან კარგად იცის ბურთის დაჭერა, თანაც მაღალია და შეტევების დროს ჩვენ დიდ უპირატესობას გვიქმნის. გასაგებია, რომ გვყავს მოთამაშე, ვისაც შეტევების გაგრძელება შეუძლია და ვიცით, რომ ბურთს გააკონტროლებს როგორც ჰაერში, ასევე მიწაზე. ზოგადად, მისი ყოფნა წაუგებელი თამაშის ტოლფასია იქნება“, – ამბობს შვედეთის ნაკრების ნახევარმცველი.