ვიქტორ იანუკოვიჩის საქმეზე სასამართლო განხილვა ხვალ გაგრძელდება
ვიქტორ იანუკოვიჩის საქმეზე სასამართლო განხილვა ხვალ გაგრძელდება

კიევის ობოლონსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე შესვენება გამოაცხადა.

„საქმის განხილვას 14 დეკემბრის 14:00 საათამდე ვწყვეტთ“, – განაცხადა მოსამართლემ. პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია Youtube-ის პლატფორმაზე მიმდინარეობდა.

უკრაინის პროკურატურა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს და რუსეთის ხელისუფლებისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა ივნისის ბოლოს დაიწყო. ეს ერთ-ერთია იმ ბრალდებებიდან, რომელიც ახლანდელმა მთავრობამ ყოფილ პრეზიდენტს 2014 წლის მოვლენების შემდეგ წაუყენა, როცა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა.

სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე პროკურატურა იანუკოვიჩის მიმართ სასჯელის სახით უვადო პატიმრობის მოთხოვნას გეგმავს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალს კატეგორიულად უარყოფს.