ვიქტორ დოლიძე - „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტში“ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ელემენტები, სრულიად არის გაწერილი
ვიქტორ დოლიძე - „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტში“ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ელემენტები, სრულიად არის გაწერილი

„საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტში“ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ელემენტები, სრულიად არის გაწერილი და ეს მოხდა სრულ კოორდინაციაში ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ერთად, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები ჩაიდო, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტი“ (Tailored Support Document) არის დახურული სახის დოკუმენტი.

„მინდა გითხრათ, რომ ეს არის დახურული სახის დოკუმენტი, რომლის დეტალებზეც ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. მინდა გითხრათ, რომ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ელემენტები, სრულიად არის გაწერილი და ეს მოხდა სრულ კოორდინაციაში ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ერთად, სადაც მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები ჩაიდო ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობის გაზრდის, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის, ისევე როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.