ვიქტორ დოლიძე - პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, დიპლომატებს კიდევ უფრო მეტად ეხსნებათ გზა, რომ შესაბამისი საკითხების ლობირება განაგრძონ
ვიქტორ დოლიძე - პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, დიპლომატებს კიდევ უფრო მეტად ეხსნებათ გზა, რომ შესაბამისი საკითხების ლობირება განაგრძონ

პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, დიპლომატებს კიდევ უფრო მეტად ეხსნებათ გზა, რომ შესაბამისი საკითხების ლობირება განაგრძონ და მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიონ ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე და ორმხრივ შეხვედრებზე, – ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტის ჟენევაში სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობის შეფასებისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის, უსაფრთხოების, დეოკუპაციის, ჯანდაცვის, ეკონომიკური საკითხებზე, სოციალური თანასწორობის თემებზე. მათ შორის, შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის დაარსებასა და მისი ჰარმონიზაციის პროცესზე.

მისი თქმით, მსგავსი ვიზიტების შემდგომ დიპლომატებს კიდევ უფრო მეტად ეხსნებათ გზა, მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიონ, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს წაადგება მათი განვითარების, მათი უკეთესი მომავლის გზაზე.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი შეხვედრებზე ყურადღებას გაამახვილებს ასევე ცირკულარული მიგრაციის საკითხებზე, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ხელს უწყობს უცხოეთში ლეგალურ საქმიანობაში და რაც არალეგალურ მიგრაციასთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ხვალ, 10 ივნისს მიემგზავრება.