ვიქტორ ბოშტინარუ - არ ვიცნობ არცერთ კანდიდატს, მაგრამ ვის უფრო მეტი სანდოობა აქვს, ყოფილ საბჭოთა დიპლომატს თუ საფრანგეთის ყოფილ ელჩს, მე გეტყვით - ფრანგ ელჩს
არ ვიცნობ არცერთ კანდიდატს, მაგრამ ვის უფრო მეტი სანდოობა აქვს, ყოფილ საბჭოთა დიპლომატს თუ საფრანგეთის ყოფილ ელჩს, მე გეტყვით – ფრანგ ელჩს, – ამის შესახებ პირველ არხს რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ განუცხადა.
„პირადად არ ვიცნობ არცერთ კანდიდატს, რომლებიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ. ფრანგი დიპლომატი და საფრანგეთის მოქალაქე – მითხარით, ვის აქვს უფრო მეტი სანდოობა, ყოფილ რუს დიპლომატს, ყოფილ საბჭოთა ექსპერტს, რუს ელჩს თუ საფრანგეთის ყოფილ ელჩს. მე გეტყვით, რომ ყოფილ ფრანგ ელჩს.
მე ვისურვებდი, რომ მეორე ტური იყოს ისეთივე თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი, როგორც პირველი ტური. ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მათი ძალა, მათი არჩევანი და ლეგიტიმური უფლება.
მთავარია, რომ საქართველოს გააგრძელოს მუშაობა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება. ეს თანამშრომლობა საბოლოო ჯამში იქნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური დაპირისპირება.
საქართველოს სახიფათო ადგილმდებარეობა აქვს, როგორც უკრაინას, როგორც მოლდოვას. ერთადერთი გარანტია თქვენი ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის, არის დასავლეთი“, – აღნიშნა რუმინელმა პოლიტიკოსმა.
ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში გუშინ განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“. მისივე თქმით, საქართველო იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ასეთ დროს ყოფილი საბჭოთა დიპლომატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტობისთვის.