ვიოლა ფონ კრამონი - თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ამას
ვიოლა ფონ კრამონი - თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ამას

თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ამას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.

„თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ამას“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“.

ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ ავრცელებს ელენე ხოშტარიას „ტვიტს“ თბილისის მერ კახა კალაძის განცხადების შესახებ, რომელშიც კალაძე აცხადებს: „თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, მოხარული ვიქნებით, მაგრამ თუ არა, არც ესაა პრობლემა“.