ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოში არაფორმალური მისიით ჩამოვედი, თუმცა შეთანხმების ანულირებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ დოკუმენტზე ხელმომწერებს შევთავაზე, შემხვედროდნენ
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოში არაფორმალური მისიით ჩამოვედი, თუმცა შეთანხმების ანულირებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ დოკუმენტზე ხელმომწერებს შევთავაზე, შემხვედროდნენ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი განმარტავს, რატომ არ შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში არაფორმალური მისიით მოემგზავრებოდა, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების შემდეგ, საჭიროდ ჩათვალა, დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შეხვედროდა.

„საქართველოში ჩამოვედი არაფორმალური მისიის ჩარჩოებში, რათა შევხვედროდი პარლამენტში ყველა ჯგუფს, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას. როდესაც მოვემგზავრებოდი, აეროპორტში მივიღე ინფორმაცია, რომ წამყვანმა, მმართველმა პარტიამ გააუქმა ხელშეკრულება. ჩავთვალე, რომ როგორც იტყვიან, ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელება ჩემთვის მიუღებელი იყო, რადგან მმართველი პარტია გამოვიდა ხელშეკრულებიდან. ვინც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მათ შევთავაზე შემხვედროდნენ და შევხდი მრავალ ჯგუფს, რომლებმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.