ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს
ევროპარლამენტში საქართველოს ყველა მეგობრისთვის დიდი იმედგაცრუებაა იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულების გზის პოვნა არ სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია.
„ეს არის ევროპარლამენტის წამყვანი წევრების მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. ევროპარლამენტში ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, დიდი იმედგაცრუებაა იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულების გზის პოვნა არ სურს. საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
A clear statement on the current crisis in #Georgia by the lead #MEP s. It is highly frustrating for all of us (friends of Georgia) in the @Europarl_EN to see that the political elite is not willing to find an end in this mess. People of GEO deserve a solution asap. https://t.co/sapqjC11iQ
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) April 1, 2021