ვიოლა ფონ კრამონი - სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს შეთანხმებას, დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია
ვიოლა ფონ კრამონი - სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს შეთანხმებას, დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია

პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არის არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, არ მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხელს უწყობს საქართველოს უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისა და უფრო სამართლიანი პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არის არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანი“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.