ვიოლა ფონ კრამონი - ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ უკრაინელებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ, როგორც ეს საქართველოს და მოლდოვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება
ვიოლა ფონ კრამონი - ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ უკრაინელებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ, როგორც ეს საქართველოს და მოლდოვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება

პუტინმა დაიჩივლა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო რუსეთს ხშირად უმიზეზოდ თავს ესხმის. მან ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც  ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ უკრაინელებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ, როგორც ეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე იმსჯელეს.

კრამონმა რუსეთის მიერ განხორციელებულ იმ ქმედებებზე ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, სანქციების დაწესებისთვის საკმარისია.

მან კოლეგებს მოუწოდა, არ მისცენ თავს მიამიტობის უფლება, როდესაც საქმე პუტინის რეჟიმს ეხება.

„პუტინმა თავის ბოლო გამოსვლაში ფედერაციის საბჭოში დაიჩივლა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ხშირად უმიზეზოდ თავს ესხმის რუსეთს. ეს განცხადება, რუსეთისთვის დამახასიათებელი უსირცხვილო ცინიზმით იმ დროს გასმა, როდესაც 150 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში იყო მობილიზებული; როდესაც რუსული სამხედრო მანქანები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში მიემართებოდნენ; როდესაც ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთის ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის მკვლელებმა უკვე ერთხელ გაწირეს სიკვდილისთვის, კიდევ ერთხელ იბრძოდა სიცოცხლისთვის პუტინის ციხეში; პუტინის განცხადება გაისმა მაშინ, როდესაც ჩეხეთის მთავრობამ დაადასტურა კავშირი რუსეთის სამხედრო დაზვერვასა და სასტიკ დანაშაულს შორის, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა; როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ უკრაინელებს აიძულებენ რუსეთის პასპორტების აღებას, ისევე როგორც ეს საქართველოს და მოლდოვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება; როდესაც რუსეთის თავს ესხმის ბელარუსის სუვერენიტეტს; როდესაც ლუკაშენკო ამის უფლებას აძლევს რუსეთს, ვიდრე ის ძალაუფლებას ინარჩუნებს; როდესაც ჩვენს არჩევნებს და დემოკრატიას მუდმივად ესხმიან თავს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების საშუალებით; როდესაც რუსეთის მოქალაქეებს მუდმივად უზღუდავენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ნუთუ ჩემ მიერ ჩამოთვლილი მიზეზები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის გააკრიტიკო და სანქციები დაუწესო? ეს არ არის აგრესიული ქმედებები, რომელთაც წინ უნდა აღვუდგეთ? კოლეგებო, ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, ვიყოთ მიამიტები, როდესაც საქმე პუტინის რეჟიმს ეხება“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

დატოვე კომენტარი