ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს მთავრობას თუ ექნება რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, ეს მათი გადასაწყვეტია
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს მთავრობას თუ ექნება რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, ეს მათი გადასაწყვეტია

ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით, – ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ქართველი ჟურნალისტების კითხვას, შორდება თუ არა „ქართული ოცნება“ პროდასავლურ კურსს და დაადგა თუ არა რუსულ გზას.

„ძალიან ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. ჩემი გადასაწყვეტი და ჩემი შესაფასებელი ეს არ გახლავთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეტაპობრივად არის რუსეთთან შეიძლება ითქვას დაახლოება. მაგალითად ასეთ გადაწყვეტილებებს რუსეთი მიესალმება. იქ საუბარია ფრენების აღდგენაზე. ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მე აქ პროტესტს ვერ გამოვთქვამ, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ დაცულები ქუჩაში. ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულება შეთანხმდეს და ყველა ის შეთანხმება, რომლის რატიფიცირება მოახდინა მთავრობამ. თუ ექნებათ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, ეს მათი გადასაწყვეტია. ასოცირების ხელშეკრულებას თუ რეგულარულად დაარღვევენ, მაგალითად პრესა იქნება ასეთი წნეხის ქვეშ, ეს არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულების დარღვევა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.