ვიოლა ფონ კრამონი – შევაქებ „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც საქართველოს ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენა
კიდევ ერთი ნაბიჯი დარჩა, მივესალმები და შევაქებ „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც საქართველოს ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენა და ხვალ მოაწერს ხელს შეთანხმებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა.
„სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო კრიზისის დროს. ევროპარლამენტის სახელით ველოდები მუშაობს საქართველოს პარლამენტთან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
🇬🇪 1 more step to go! Kudos to @GeorgianDream41 and those opposition parties that put #Georgia‘s interest above all & will sign the deal tomorrow. @Zourabichvili_S made a bold decision in time of crisis! On behalf of @Europarl_EN looking forward to working with @Geoparliament
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) April 19, 2021