ვიოლა ფონ კრამონი - მინდა, გამოვხატო ჩემი პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომელსაც ეყო სიმამაცე, დოკუმენტზე ხელი მოეწერა პარტიის მხარდაჭერის გარეშე
ვიოლა ფონ კრამონი - მინდა, გამოვხატო ჩემი პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომელსაც ეყო სიმამაცე, დოკუმენტზე ხელი მოეწერა პარტიის მხარდაჭერის გარეშე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

ამასთან, ევროპარლამენტარი ყურადღებას ამახვილებს სალომე სამადაშვილის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაზე და აღნიშნავს, რომ ის ამისთვის მხარდაჭერას იმსახურებს.

„ჩემი, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა და სხვა მრავალის სახელით, მხარს ვუჭერ საქართველოში ხელმოწერილ შეთანხმებას, თუმცა მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ. მას ეყო სიმამაცე ხელი მოეწერა მისი (ყოფილი) პარტიის მხარდაჭერის გარეშე.

ის იმსახურებს მხარდაჭერას ნებისმიერისგან, ვისაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და საბოლოოდ ქვეყნის კონსტრუქციულ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება სურს. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს“, – წერს კრამონი მიკრობლოგ „ტვიტერში“.