ვიოლა ფონ კრამონი - კულტურის მინისტრის ქცევამ დაგვამუნჯა, ნამდვილად ვერ გავამართლებ ამ ქმედებას, მაგრამ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან აბეზარია
ვიოლა ფონ კრამონი - კულტურის მინისტრის ქცევამ დაგვამუნჯა, ნამდვილად ვერ გავამართლებ ამ ქმედებას, მაგრამ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ძალიან აბეზარია

ის, რაც გააკეთა კულტურის მინისტრმა მიკროფონთან დაკავშირებით, რომ იტყვიან ჩვენი ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია, დაგვამუნჯა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ეს აბსოლუტურად არ ახასიათებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს.

„ჩემი პირველი განცხადება გავაკეთე ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმაც უნდა გადადგათ შესაბამისი ნაბიჯები. თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, ასევე ვისურვებდი ვიხილო უფრო მეტი დისტანცია ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ზოგიერთი მათი წარმომადგენელი ძალიან აბეზარია. ნამდვილად ვერ გავამართლებ იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება, მინისტრმა გამოგლიჯოს ხელიდან ჟურნალისტს, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პირადი ცხოვრების მომენტები დაიცვან პოლიტიკოსებისა. ბოლოს ვიტყვი, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

დატოვე კომენტარი