ვიოლა ფონ კრამონი - გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს დოკუმენტს
ვიოლა ფონ კრამონი - გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს დოკუმენტს

გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასევე, მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს ამ დოკუმენტს, ეს ასევე დაგვეხმარება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება დადებულია, რათა ყველამ ბოლომდე შეასრულოს აღებული ვალდებულება.

„ალბათ, წაიკითხეთ ჩვენი განცხადება ევროპარლამენტის მიერ. იგი გაკეთებულია კალიურანდის მიერ. ის არის ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი. იგი არის მუდმივი მომხსენებელი საქართველოსი და მე ვარ წამყვანი წევრი ჯგუფის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასევე, მოვუწოდებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს ამ დოკუმენტს, ეს ასევე დაგვეხმარება ჩვენ. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გადადგან შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ იმაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოში პირველად მიღწეულიყო მრავალპარტიული შეთანხმება და შვიდგვერდიანი დოკუმენტის თვალსაზრისით, აქ მოცემულია უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომელიც სჭირდება არა ევროკავშირს, ევროპარლამენტს, არამედ თქვენ, საქართველოს მოსახლეობას. ეს შეთანხმება დადებულია, რათა ყველამ ბოლომდე შეასრულოს აღებული ვალდებულება და მე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდეს აღნიშნულ ხელშეკრულებას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარებმა, მარინა კალიურანდმა, სვენ მიქსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„იმედგაცრუებული ვართ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. მოვუწოდებთ მათ, გააუქმონ ეს გადაწყვეტილება, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, იმუშაონ ერთად“, – აღნიშნულია განცხადებაში.