ვიოლა ფონ კრამონი დავით არახამიას განცხადების შესახებ წერს - უკრაინაში ყველა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებს, თუ რა ხდება აქ?!
ვიოლა ფონ კრამონი დავით არახამიას განცხადების შესახებ წერს - უკრაინაში ყველა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებს, თუ რა ხდება აქ?!

უკრაინაში ყველა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებს, თუ რა ხდება აქ? – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომ არაერთი ქვეყანა პანიკას თესავს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ აღნიშნა, რომ აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით თავიანთი განცხადებებით პანიკას თესავენ.

„მე არ ვიცი რეალური მიზეზები, რატომ აკეთებს ამას აშშ, მაგრამ ეს ნამდვილად არ მუშაობს უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია დიპლომატიური არხებით. ბატონი დიმიტრი კულება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, მუდმივად აყენებს ამ საკითხს, რადგან ეს არ არის მეგობრული“, – თქვა არახამიამ.