ვიოლა ფონ კრამონი - ჩვენ არ გვჭირდება ვადამდელი არჩევნები საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების მკაცრად წინააღმდეგი ვარ
ვიოლა ფონ კრამონი - ჩვენ არ გვჭირდება ვადამდელი არჩევნები საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების მკაცრად წინააღმდეგი ვარ

ჩვენ არ გვჭირდება ადრეული არჩევნები საქართველოში, მე ვარ მკაცრად წინააღმდეგი რიგგარეშე არჩევნების, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და იმუშაონ, რომ საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.

„საქართველოში ჩატარდა არჩევნები, დადგა შედეგი და მე რომ ვიყო ამომრჩეველი, მოლოდინი მექნებოდა, რომ ჩემი ხმა არ იყოს დაკარგული. ამიტომ, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, რომ შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და იმუშაონ, რომ საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ არ გვჭირდება ადრეული არჩევნები საქართველოში. საქართველოს  მოსახლეობა ელოდება პარლამენტში მუშაობის დაწყებას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ამასთან, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ხელისუფლებას და მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა აქვს, რომ შეთავაზებები ჰქონდეს ოპოზიციის მიმართ, თუმცა ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგია საქართველოში რიგგარეშე არჩევნების  ჩატარების.

„კომპრომისებია საჭირო. ჩვენი ელჩი ამერიკის ელჩთან ერთად უძღვებოდა დიალოგის პროცესს, რომ ყველა პოლიტიკური მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან აღმოჩენილიყო. მედიაციის პროცესის თვალსაზრისით, მე ვარ წამყვანი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მსჯელობისას და მე პირადად ჩავერთვები, მხარს დავუჭერ ელჩს და ყველა სხვა მომლაპარაკებელს, განსაკუთრებით, როცა პანდემია დასრულდება. ხელისუფლებას და მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა აქვს, რომ შეთავაზებები ჰქონდეს ოპოზიციის მიმართ. რა შეიძლება ეს იყოს, აქედან ვერ გეტყვით, მაგრამ არსებობს თემები, საკითხები, რომელიც ოპოზიციას დააინტერესებს, მაგრამ მე ვარ მკაცრად რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ფონ კრამონმა „ტვ პირველის“ ეთერში.