ვიოლა ფონ კრამონი - არსებობს მიზეზები, რატომაც მიშელი არის ფრთხილი თავის განცხადებებში, ვიმედოვნებ, ზაფხულის დასვენების შემდეგ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება
ვიოლა ფონ კრამონი - არსებობს მიზეზები, რატომაც მიშელი არის ფრთხილი თავის განცხადებებში, ვიმედოვნებ, ზაფხულის დასვენების შემდეგ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება

არსებობს მიზეზები, რატომაც მიშელი არის ფრთხილი თავის განცხადებებში და მე მესმის რატომაც, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა: „შეთახმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, საზოგადოება განსაკუთრებით ელოდა, რას იტყოდა მიშელი, თუმცა მან გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც საკმაოდ მოზომილი იყო. როგორ შეაფასებთ მიშელის განცხადებას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროპის მხრიდან  უფრო მკაცრი და მკაფიო განცხადებების დაფიქსირების დროა“.

ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ საკითხზე მომავალში მეტი პოლიტიკური განცხადება გაკეთდება.

„შარლ მიშელის პრესმდივანი არ გახლავართ, თუ შეიძლება, მივმართავ ჩემს საკუთარ გამოცდილებას, რომელიც შევიძინე ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ყოფნისას. სხვადასხვა ადამიანს შევხვდი და ეს მაძლევს საშუალებას, შესაბამისი განცხადებები გავაკეთო დღეს. არსებობს მიზეზები, რატომაც მიშელი არის ფრთხილი თავის განცხადებებში და მესმის რატომაც.

შეიძლება, მართალია, არ იყო ისეთი მკაცრი და ამბიციური, როგორსაც საქართველოში ბევრი ადამიანი ელოდა. ჩვენ ევროკავშირში გვყავს ძალიან აქტიურად ჩართული ჯგუფი. ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში. ზაფხულის დასვენების შემდეგ, იმედი გვაქვს, დავუბრუნდებით ამ სიტუაციას, ამის შემდეგ მოხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და სიტუაციის მეტად კონკრეტიზაცია. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, შარლ მიშელის განცხადებაზე დამატებით კომენტარებს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

„ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას შემდეგ, პირველი განცხადება „ტვიტერისა“ და ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შარლ მიშელმა და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციების დაწყება დააანონსა.

დატოვე კომენტარი