ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ჰგავს
ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ჰგავს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ჰგავს.

ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოს პრეზიდენტის გააქტიურება და მასზე ხელისუფლების თავდასხმა, თუ იცით იმპიჩმენტის შესახებ?“

„ჩემთვის ეს ჰგავს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას, რომ საზოგადოებამ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია.