ვინსენტ კომპანი - პსჟ მოქმედი ჩემპიონია და თუ არსებობს გუნდი, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია, „ბაიერნია“ #1TVSPORT
ვინსენტ კომპანი - პსჟ მოქმედი ჩემპიონია და თუ არსებობს გუნდი, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია, „ბაიერნია“ #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბელგიელმა ვინსენტ კომპანიმ პრესკონფერენცია გამართა და „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ნახევარფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„როგორ შევაჩერებთ პსჟ-ს შეტევას? შეიძლება კითხვა სხვაგვარად დავსვათ – როგორ იმოქმედებენ ისინი ჩვენი თავდამსხმელების წინააღმდეგ? ეს ორმხრივი ბრძოლაა. ორივე გუნდი გამოირჩევა კრეატივით, ასევე პოზიციური თამაშით და რთულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნით. საბოლოოდ, გადამწყვეტი მცირე დეტალები იქნება. პსჟ-ს უკვე მეოთხედ ვხვდებით, ამიტომ მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას მათზეც.

ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, თუმცა ეს უპირატესობა ორმხრივია. ვიცით, როგორ მოვაქციოთ მეტოქე ზეწოლის ქვეშ. მათ ყველა ხაზში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს გუნდზეც.

მიმდინარე სეზონში უკვე მოვიგეთ როგორც „ბერნაბეუზე“, ისე – პარიზში. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ მოქმედი ჩემპიონია, თუ არსებობს გუნდი, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია, „ბაიერნია“.

რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ის შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. არ გამკვირვებია მათი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. მისი გუნდები ყოველთვის გამოირჩევა ერთიანობითა და გუნდური სულით. ფეხბურთელები ბოლომდე იბრძვიან და ის ამას ყველა გუნდში ახერხებს. მის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს“, – ამბობს კომპანი.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ შორის 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.