ვინსენტ კომპანი – „პარი სენ-ჟერმენის“ ორი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ წაგების (4:5) შემდეგ ორ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება.
„პსჟ-ის ორი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. პენალტის ეპიზოდში ბურთი ჯერ დევისის სხეულს შეეხო და შემდეგ – ხელს, თანაც ძალიან მცირე მანძილიდან, ამიტომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.
რაც შეეხება ჟოაო ნევეშის გოლს, რომლითაც ანგარიში 2:1 გახდა, ის კუთხურიდან გავიდა, თუმცა ეს სტანდარტი საერთოდ არ უნდა დანიშნულიყო – ბურთი ჩვენს მცველს არ შეხებია და ისე გადავიდა მოედნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა კომპანიმ.
„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ განმეორებითი შეხვედრა 6 მაისს მიუნხენში გაიმართება. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ შედგება.