მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდება. ამის შესახებ წერს გაზეთი Marca.
წყაროს ცნობით, 24 წლის ბრაზილიელმა უკვე იცის, რომ პარიზში დაგეგმილ ცერემონიაზე ის მიიღებს ჯილდოს ჟურნალ France Football-სგან.
გასულ სეზონში ვინისიუსმა „რეალთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი.