ვინისიუსმა თავის აგენტებს მიმართა - არ მინდა, ვითამაშო იქ, სადაც ჩემი ყოფნა არ უხარიათ #1TVSPORT
ვინისიუსმა თავის აგენტებს მიმართა - არ მინდა, ვითამაშო იქ, სადაც ჩემი ყოფნა არ უხარიათ #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ გარემარბმა ვინისიუსმა თავის გარემოცვას აცნობა, რომ გუნდის დატოვება სურს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ეს სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც ლა ლიგის მე-20 ტურში „ლევანტესთან“ (2:0) მატჩის დროს გულშემატკივრები მას ბურთთან ყოველი შეხების შემდეგ უსტვენდნენ. ამის შესახებ ესპანურმა გაზეთმა El Periodico-მ დაწერა.

„არ მინდა, ვითამაშო იქ, სადაც ჩემი ყოფნა არ უხარიათ“, – ამ სიტყვებით მიმართა ვინისიუსმა თავის აგენტებს.

აღნიშნავენ, რომ „რეალის“ გულშემატკივრების სტვენა „ბოლო წვეთი“ აღმოჩნდა ბრაზილიელისთვის. გარემარბი დაიღალა მის მიმართ ფანების დამოკიდებულებით და მიაჩნია, რომ მან კლუბისთვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე კლუბმა მისთვის.

ამ სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 29 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.