ესპანური გაზეთი Marca ადასტურებს, რომ ვინისიუსმა, შესაძლოა, დატოვოს მადრიდის „რეალი“.
ვადები არ სახელდება, მაგრამ „რეალის“ ხელმძღვანელებმა უკვე ჩანიშნეს სასწრაფო შეხვედრა ბრაზილიელის წარმომადგენლებთან, რათა განიხილონ ფეხბურთელის მომავალი.
ასევე ცნობილია, რომ ვინისიუსით ინტერესდება ორი კლუბი – „ჩელსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“. ისინი აქტიურად აკვირდებიან ბრაზილიელის გარშემო შექმნილ სიტუაციას და მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად.
Marca-მ ისიც დაწერა, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში დამარცხება მძიმე გადასატანი აღმოჩნდა ვინისიუსისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ფორვარდი იმედგაცრუებული თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით.