ვინისიუსმა საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი თქვა და „რეალთან“ კონტრაქტს გააგრძელებს #1TVSPORT

11:02, 23.04.2025
Real Madrid’s Brazilian forward #07 Vinicius Junior looks on during the Spanish league football match between Real Madrid CF and Athletic Club Bilbao at the Santiago Bernabeu Stadium in Madrid, on April 20, 2025. (Photo by OSCAR DEL POZO / AFP) (Photo by OSCAR DEL POZO/AFP via Getty Images)

„რეალის“ ფორვარდი ვინისიუსი გააგრძელებს კონტრაქტს თავის ამჟამინდელ კლუბთან და არ დატოვებს მადრიდს ზაფხულში.

დიდი ხანი წერდნენ ბრაზილიელის სავარაუდო გადასვლის შესახებ საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში, სადაც ვინისიუსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო.

კერძოდ, ფორვარდს სთავაზობდნენ ხუთწლიან კონტრაქტს, რომლის საერთო ღირებულება იქნებოდა ერთი მილიარდი ევრო. რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, ვინისიუსმა არ მოისურვა ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება, არაბული მხარე კი არ აპირებს ბევრი გადაუხადოს ფეხბურთელს, რომელიც ორი წლის შემდეგ დატოვებს ქვეყანას.

ესპანელი ჟურნალისტის მანუ კარენიოს ინფორმაციით, „რეალი“ ვინისიუსთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს. ბრაზილიელის მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში და ის გაგრძელდება 2029 ან 2030 წლამდე.

მსგავსი