ვინისიუსის საუდის არაბეთში გადასვლა ჯერ ისევ შესაძლებელია #1TVSPORT
ვინისიუსის საუდის არაბეთში გადასვლა ჯერ ისევ შესაძლებელია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ გარემარბს, ვინისიუსს ჯერ ისევ შეუძლია საუდის არაბეთში გადასვლა.

„ბუნდესლიგიდან და სხვა ევროპული კლუბებიდან რამდენიმე ხელმძღვანელმა და აგენტმა, რომლებიც ირიბად ან პირდაპირ არიან დაკავშირებულნი მადრიდის „რეალთან“, იციან, რომ ზაფხულში ვინისიუსის საუდის არაბეთში გადასვლა არ არის გამორიცხული.

საუდის არაბეთში აგრძელებენ ოცნებას ამ მეგაგარიგების განხორციელებაზე. ეს იქნებოდა ტრანსფერის თანხისა და ხელფასის თვალსაზრისით უპრეცედენტო შეთანხმება.

ერთმნიშვნელოვნად, ვინისიუსის წასვლის შემთხვევაში ერლინგ ჰალანდი გახდება „რეალის“ მთავარი სამიზნე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა.

კიდევ ერთი ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ყველაზე დიდ დაინტერესებას ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ „ალ-აჰლი“ იჩენს.

ვინისიუსის მოქმედი ხელშეკრულება „რეალთან“ 2027 წლის ზაფხულში იწურება. ამ სეზონში გარემარბმა ყველა ტურნირზე 44 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.