ვინისიუსი ფიფა-ს სპეციალურ კომიტეტს უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ვინისიუსი ფიფა-ს სპეციალურ კომიტეტს უხელმძღვანელებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ შემტევი ვინისიუსი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ კომიტეტს ჩაუდგება სათავეში, რომელსაც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) შექმნის. კომიტეტის წევრები ფეხბურთელები იქნებიან.

ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, კომიტეტის წევრები დისკრიმინაციული საქციელის საწინააღმდეგოდ უფრო მკაცრი სასჯელის რეკომენდაციებს გასცემენ.

„ფეხბურთში რასიზმის გამოვლინებები აღარ იქნება. თამაშები მაშინვე უნდა შეწყდეს, როგორც კი მსგავსი რამ მოხდება. საკმარისია.

მე ვთხოვე ვინისიუსს, სათავეში ჩადგომოდა მოთამაშეთა ჯგუფს, რომლებიც რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო მკაცრ სასჯელს შემოგვთავაზებენ. მოგვიანებით ამ ახალ წესებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფედერაცია გამოიყენებს.

ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ფეხბურთელებს და გავიგოთ მათგან, რა სჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო უსაფრთხო გარემოში ითამაშონ. ამას ჩვენ მეტად სერიოზულად ვუყურებთ.

ჩვენ შემოვიღებთ მკაცრ სასჯელს, რათა სამუდამოდ დავასრულოთ რასიზმის პრობლემა ფეხბურთში. ვეღარ მოვითმენთ რასიზმს. როგორც ფიფა-ს პრეზიდენტი, ვგრძნობ, რომ პირადად უნდა დაველაპარაკო ვინისიუსს“, – განაცხადა ინფანტინომ.