ვინისიუსი ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT
„რეალის“ თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:1) დუბლის ავტორი გახდა.
ჩატარებულ გამოკითხვაში ვინისიუსმა ყველაზე მეტი ხმა აიღო, გაუსწრო რა კევინ დე ბრუინს („სიტი“), კილიან მბაპესა (პსჟ) და ჟორჟინიოს („ჩელსი“).
ვინისიუსმა საინტერესო რეკორდიც დაამყარა – ის ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ორი ან მეტი გოლი გაიტანა.