ვინისიუსი 4-6 კვირას გამოტოვებს #1TVSPORT
ვინისიუსი 4-6 კვირას გამოტოვებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ შემტევი ვინისიუსი ტრავმის გამო 4-6 კვირის ვადით გამოეთიშა ფეხბურთს, – იტყობინება ინტერნეტტელევიზია El Chiringuito.

წყაროს ცნობით, 23 წლის ბრაზილიელს ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი.

ვინისიუსმა ტრავმა ლა ლიგის მესამე ტურში „სელტას“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ბრაზილიელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და უკვე მე-18 წუთზე შეცვალეს.