ვინ ვის წინააღმდეგ ითამაშებს - ევროსეზონს 11 ქართველი ფეხბურთელი აგრძელებს #1TVSPORT
ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების ნაწილისთვის ევროსეზონი გრძელდება. სტამბოლში გამართული ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, ქართველი ფეხბურთელები და მათი გუნდები ვის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელია და დათა ხოჭოლავა ითამაშებენ, ევროპის ლიგაზე – ოთარ კიტეიშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ირაკლი აზაროვი და გიორგი ხარაიშვილი.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი საქართველოს კონფერენს ლიგაზე ეყოლება – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე. სულ 11 ქართველი ფეხბურთელი აგრძელებს – ანუ ერთი სრული გუნდი.
ჩემპიონთა ლიგა
A ჯგუფი
ნაპოლი (იტალია – ხვიჩა კვარაცხელია)
მეტოქეები: აიაქსი (ნიდერლანდები), ლივერპული (ინგლისი), რეინჯერსი (შოტლანდია)
G ჯგუფი
კოპენჰაგენი (დანია – დათა ხოჭოლავა)
მეტოქეები: მანჩესტერ სიტი (ინგლისი), სევილია (ესპანეთი), დორტმუნდი (გერმანია)
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 6 და 7 სექტემბერს გაიმართება
ევროპის ლიგა
F ჯგუფი
შტურმი (ავსტრია – ოთარ კიტეიშვილი)
მეტოქეები: ლაციო (იტალია), ფეიენოორდი (ნიდერლანდები), მიდტიულანდი (დანია)
G ჯგუფი
ყარაბაღი (აზერბაიჯანი – ლუკა გუგეშაშვილი)
მეტოქეები: ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ფრაიბურგი (გერმანია), ნანტი (საფრანგეთი)
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 8 სექტემბერს გაიმართება
H ჯგუფი
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი – ირაკლი აზაროვი), ფერენცვაროში (უნგრეთი – გიორგი ხარაიშვილი)
მეტოქეები: მონაკო (საფრანგეთი), ტრაბზონსფორი (თურქეთი)
კონფერენს ლიგა
C ჯგუფი
ლეხი (პოლონეთი – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი)
მეტოქეები: ვილიარეალი (ესპანეთი), ჰაპოელ ბეერ-შევა (ისრაელი), აუსტრია (ავსტრია)
H ჯგუფი
სლოვანი (სლოვაკეთი – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე)
მეტოქეები: ბაზელი (შვეიცარია), ჟალგირისი (ლიეტუვა), პიუნიკი (სომხეთი)
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 8 სექტემბერს გაიმართება