ვინ იყიდის ქვილითაიას - „გენტმა“ ქართველის სატრანსფერო ფასი შეამცირა #1TVSPORT
ვინ იყიდის ქვილითაიას - „გენტმა“ ქართველის სატრანსფერო ფასი შეამცირა #1TVSPORT

კვიპროსის თასის ფინალის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გიორგი ქვილითაიას სამომავლო გეგმებზე რომ ჰკითხეს, ქართველმა თავდამსხმელმა ვერაფერი დააკონკრეტა.

„მინდა ბედნიერი ვიყო და მალე ვნახავთ, მომავალ წელს სად ვიქნები”, – განაცხადა ქვილითაიამ, რომლის მომავალიც ჯერ გაურკვეველია.

მისი საკითხი ყველაზე რთულად არის. იჯარა დასრულდა, მაგრამ „გენტში“ დაბრუნება არ სურს, ბელგიური კლუბი კი უფასოდ არ უშვებს. მაგრამ მარტში თუ „გენტიქვილითაიას საფასურად მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა ამის ნახევარზეც თანახმაა.

„ბელგიური კლუბი „გენტი“ თავის მონახაზში გიორგის ქვილითაიას ადგილს ვერ ხედავს და თუ დაინტერესებული გუნდი გამოჩნდა, ბელგიელები საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გაყიდიან“, – ინფორმაციას გამოცემა „ბალა“ ავრცელებს.

კვიპროსული გამოცემის ცნობით, „გენტმა“ სატრანსფერო თანხა ორჯერ შეამცირა.

„ქართველი ფორვარდი „გენტის“ საკუთრებაში 2022 წლის ბოლომდეა. ხოლო მისი გასაყიდი ფასი ბელგიელების შეფასებით 500 ათას ევროს უახლოვდება. რა თქმა უნდა, ეს გიჟური თანხაა კვიპროსის გუნდისთვის და უნდა გაირკვეს, ვინმე გაბედავს თუ არა „გენტს“ ამდენი გადაუხადოს“.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლიმ გიორგი ქვილითაია საქართველოს ნაკრებში არ გამოიძახა და რუმინეთთან (2 ივნისს) და ნიდერლანდებთან (6 ივნისს) 27 წლის თავდამსხმელი „ჯვაროსნებს“ არ დაეხმარება.