ვილნიუსში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვის აღმოჩენის გამო, გარკვეული პერიოდით ორი ქუჩა გადაკეტეს
ვილნიუსში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვის აღმოჩენის გამო, გარკვეული პერიოდით ორი ქუჩა გადაკეტეს

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვის აღმოჩენის გამო, გარკვეული პერიოდით ორი ქუჩა გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უსაფრთხოების გამო, საგანგებო სამსახურებმა რამდენიმე სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს, ასევე დაიხურა ახლომდებარე სკოლა და საბავშვო ბაღი.