ვილნიუსიდან ბათუმში პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა
ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ჩარტერული რეისი შესრულდა.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ლიეტუვიდან ჩამოსულ მგზავრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში დახვდნენ.
ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს ავიაკომპანია Get Jet Airlines სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განახორციელებს.