„ვილიარეალმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგის მე-6 ტურში „მალაგას“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.
მატჩი მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო – მალაგელები მე-12 წუთზე დოტორის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, „ვილიარეალი“ მოლეირომ და გუეიემ პირველივე ტაიმში წინ გაიყვანეს, ხოლო 86-ე წუთზე გუეიემ პენალტი გაიტანა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ეს „ვილიარეალისთვის“ სეზონში პირველი გამარჯვება იყო, რომლის შემდეგაც 5 ქულით მე-14 ადგილზეა.