„ვილიარეალის“ მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძე შეაქო - გონებამახვილი და თავდაჯერებულია, ტემპი სეზონის ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს #1TVSPORT
„ვილიარეალის“ მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძე შეაქო - გონებამახვილი და თავდაჯერებულია, ტემპი სეზონის ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს #1TVSPORT

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა „ლევანტესთან“ ლა ლიგის მატჩზე (1:0) ისაუბრა და გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია, რომლის გოლითაც გუნდმა მოიგო და მესამე ადგილი შეინარჩუნა.

„ეს დიდი გამარჯვებაა, რადგან ვითამაშეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც აუტსაიდერებშია და მოსაგებად ყველაფერს აკეთებს.

არა მხოლოდ გამარჯვებით ვართ კმაყოფილები, არამედ იმითაც, რომ დიდი ხანია, გოლი არ გაგვიშვია. ხანგრძლივი სერიის შემდეგ კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი მოთამაშეების თავდაჯერებულობას ზრდის. ამ ეტაპზე 48 ქულით მესამე ადგილზე ვართ. „ვილიარეალისთვის“ ეს დიდი მიღწევაა.

მიქაუტაძე ყოველდღე უკეთესი ხდება. ის ძალიან კარგად შეეწყო „ვილიარეალს“, უკეთ ესმის ჩვენი ფეხბურთი და სივრცეებსაც კარგად იყენებს. გონებამახვილი და თავდაჯერებულია, რაც თავდამსხმელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გოლები კი ამაში ძალიან ეხმარება. გვინდა, რომ გიორგიმ ეს რიტმი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს“, – განაცხადა „ვილიარეალის“ მწვრთნელმა.