„ვილიარეალი“ „ალავესთან“ დამარცხდა – გიორგი მიქაუტაძე მეორე ტაიმში შეცვალეს #1TVSPORT

01:39, 29.08.2026

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესპანეთის ლა ლიგის მესამე ტურში „ალავესს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

მასპინძლებმა ანგარიში 31-ე წუთზე ბოიეს მიერ გატანილი ბურთით გახსნეს. „ვილიარეალის“ მცდელობის მიუხედავად, თამაშის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრაა, სადაც თავი საგოლე მოქმედებით ვერ გამოიჩინა, „ვილიარეალი“ კი სამი ტურის შემდეგ ორი ქულით ლა ლიგაში მე-12 პოზიციაზეა.

მსგავსი