საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - სანიოლმა გაგნიძე გამოიძახა, გუგეშაშვილი და დვალი დააბრუნა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - სანიოლმა გაგნიძე გამოიძახა, გუგეშაშვილი და დვალი დააბრუნა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც გუნდი მარტში გასამართი თამაშებისთვის მოემზადება. „ჯვაროსნები“ 25 მარტს ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდებიან – ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

მონღოლეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება. საწვრთნელი შეკრება თბილისში 20 მარტს დაიწყება და ბათუმში გაგრძელდება.

შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია – ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 20 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მატჩებისთვის პირველად მოემზადება. სანიოლმა ასევე დააბრუნა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღში“ თამაშობს, და მცველი ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი).

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

20 მარტს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სასტუმრო „პულმანში“ (ჭავჭავაძის გამზირი 37, „აქსის თაუერის“ შენობაში) პრესკონფერენცია 14:00 საათზე დაიწყება.