ვილი სანიოლი თვითკრიტიკულია - თუ გვინდა წინსვლა, უკეთესები უნდა ვიყოთ, დღეს სამართლიანი ფრე იქნებოდა #1TVSPORT
რუმინეთთან ამხანაგური მატჩის მოგების (2:1) შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა – საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს მოგებული გუნდის ქება არ დაუწყია და განაცხადა, რომ „ჯვაროსნებისგან“ უკეთეს თამაშს ელის.
„რუმინეთის თავდამსხმელის გაძევების შემდეგ, გვქონდა საშუალება, მეტი ფეხბურთელით გვეთამაშა. პირველ ტაიმში თამაში არ მომეწონა. შეიძლება ეს დაღლილობის შედეგი იყო, რაც სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს ახასიათებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რაც ესპანეთთანაც დავამტკიცეთ. თუ გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წინსვლის შანსი გვქონდეს, დღევანდელზე უკეთესები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ფრანგმა სპეციალისტმა რუმინეთის ნაკრები შეაქო:
„არ ვფიქრობ, რომ რუმინეთი სუსტი იყო, მათ უბრალოდ თამაში კაცნაკლუბებს მოუხდათ. ამის მიუხედავად, ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ და ჩემზე მრავალფეროვანი და საინტერესო გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის არ იმარჯვებს. შესაძლოა, დღეს ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იყო. რუმინეთს ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, ბევრი მათგანი ძლიერი ლიგების მოთამაშეა. ინგლისში მათ წარმატებებს ვუსურვებ! ჩემი აზრით, ისინი ასეთი თამაშით პრობლემებს ბევრ გუნდს შეუქმნიან“.