ვილი სანიოლი - საკუთარ დონეს ჩამოვრჩით, მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია #1TVSPORT
ვილი სანიოლი - საკუთარ დონეს ჩამოვრჩით, მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია #1TVSPORT

ვილი სანიოლი გულდაწყვეტილია გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრების ჩეხეთთან წაგებით, რომლის შედეგადაც „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავეს.

„მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო. აგრესია, ინტენსიურობა და ბრძოლისუნარიანობა დაგვაკლდა. ტაქტიკის შეცვლა პირველივე ტაიმში დავიწყე, შეტევას უფრო და უფრო ვაძლიერებდით, თუმცა, როცა ასეთ გუნდთან მატჩის სტარტზე ორ გოლს გაუშვებ, შემდეგ თამაშის შემოტრიალება რთულია.

პირველი 20-30 წუთი საშინლად დავიწყეთ და სწრაფი ცვლილები იყო საჭირო. საკუთარ დონეს ბევრად ჩამოვრჩით. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია. ახლო წარსულის წარმატებებმა და ერთა ლიგის კარგმა დასაწყისმა დიდი მოლოდინები გაგვიჩინა. ახლა დაფიქრება, შეცვლა და ისევ წინსვლა მოგვიწევს.

წაგების მიუხედავად, ვფიქრობ, კარგია, რომ ბოლო ოთხ მატჩში რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი შევქმენით. დღესაც ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ მეტად უნდა ვიმუშაოთ შეტევაზეც და დაცვაზეც, რადგან ასეთ დონეზე თამაშისას წვრილმანებზეც უნდა ვიფიქროთ“.