ვილი სანიოლი - ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არაა, 90 წუთი ბოლომდე დახარჯვაა აუცილებელი #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის (0:2) წაგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
– პირველი 25 წუთი ძლიან უკმაყოფილო ვიყავი, მონდომება, აგრესია და თავდადება გვაკლდა. ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არაა, აუცილებელია 90 წუთი მონდომება და ბოლომდე დახარჯვა. ბევრი ნიჭიერი გვყავს, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ ეპიზოდში სირბილი საკმარისი არაა, ეს 90 წუთი უნდა აკეთონ.
– პირველი ტაიმის 15 წუთი და მეორე ტაიმის ნაწილი კარგად ჩავატარეთ. ოქრიაშვილი კარგად შემოვიდა და ის მონდომება აჩვენა, რაც სხვებისთვის სამაგალითო იყო. ბევრი ფეხბურთელით კმაყოფილები არ ვარ.
– დღეს იყო დადებითი მომენტებიც, არც გავიმართლა, ბოლო წუთებზე შეცდომების გამო ქულები დავკარგეთ. ეს შედეგზე და გუნდის მორალურ მდგომარეობაზე მოქმედებს. იმედია, კოსოვოში ჩავალთ და ღირსებისთვის ვითამაშებთ, რომ ქულები ახლა მაინც მოვიპოვოთ.