ისევ მარცხი - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ბოლო წუთებზე წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი მარცხი იწვნია. სამწუხაროდ, სიზიფეს შრომასავით უსარგებლო გამოდგა იმ ადამიანების მცდელობა, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს. ეროვნული გუნდის შეხვედრაზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრებაც ვერ მოხერხდა, რადგან ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მათ შეშვებაზე საბოლოოდ ისევ უარი განაცხადეს.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა საბერძნეთთან ჯაბა კანკავასთვის საიუბილეო მატჩი გამოდგა. საქართველოს ნაკრების ფორმით ეროვნული გუნდის კაპიტანმა მე-100 მატჩი ჩაატარა და ლევან კობიაშვილის შემდეგ მეორე ქართველია, ვინც ამ ზღვარს გადააბიჯა.

პირველი სახიფათო მომენტი მე-8 წუთზე ჩაკვეტაძის გადაცემით კვარაცხელიამ შექმნა – კარგად ჩაფიქრებული საჯარიმოს გათამაშება სახიფათო გამოდგა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა.

ამის შემდეგ სტუმრებმა თამაში აქტიურად, პრესინგით დაიწყეს და მალე მწვავე შეტევების სერია წამოიწყეს. მე-10 წუთზე გიორგი ლორიამ საკუთარ საჯარიმოსთან სახიფათოდ ითამაშა და კინაღამ ბურთი დაკარგა, საბოლოოდ, ერთ წუთში კი გეორგისო მასურასი დარტყმის შემდეგ გადავრჩით. მე-12 წუთზე პავლიდისმა მაინც გაიტანა, მაგრამ ვარ-ის ჩარევის შემდეგ გოლი გაუქმდა, რადგან ბურთი ლორიამ კუთხურზე მოიგერია.

24-ე წუთზე ბერძნებმა ისევ შეუტიეს და გიორგიოს ცაველასის თავურის შემდეგ ლორიამ ბურთი ხაზზე გააჩერა, მაგრამ სტუმრები გოლის ჩათვლას ითხოვდნენ, თითქოს ქართველების მეკარე ხაზის იქით იდგაო. მსაჯმა თამაში გააგრძელა და ოთარ კაკაბაძემ შეუტია, რომლის ძლიერი მოჭრილი დარტყმის შემდეგაც სტუმრები მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსმა გადაარჩინა.

სახიფათო გამოდგა 29-ე წუთზე ტასოს ბაკასეტასის შესრულებული ჯარიმა, ბურთი ქართველ მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

45-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოსთან გადაცემა ჩაჭრა და გიორგი აბურჯანიას უპასა, მაგრამ ჩვენს საყრდენს მცველმა დაასწრო და ვითარება განმუხტა.

ბერძნებმა მორიგი სახიფათო შეტევა მე-40 წუთზე განავითარეს, რომელსაც გეორგისო მასურასი აგვირგვინებდა, მაგრამ ლორია ბურთს ნახტომში შეწვდა და საქართელოს ნაკრები გადაარჩინა.

მეორე ტაიმიც ბერძნებმა მაღალი პრესინგით დაიწყეს და ჩვენი მეკარე ბაკასეტასმა შეაწუხა, მაგრამ ლორიამ საიმედოდ ითამაშა. ტაიმის ლამის მესამედი იწურებოდა, ბერძნების უპირატესობა რომ გამოიკვეთა, ჩვენები ბურთის ბერძნების საჯარიმომდე ატანასაც ვერ ახერხებდნენ და ვილი სანიოლმა თამაშის გაძლიერება სცადა – თორნიკე ოქრიაშვილი გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად შეიყვანა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის მაგიერ მოედანზე ვაკო გვილია შევიდა.

მეორე ტაიმიც ბერძნებმა მაღალი პრესინგით დაიწყეს და პირველად ჩვენი მეკარე ბაკასეტასმა შეაწუხა, მაგრამ ლორიამ საიმედოდ ითამაშა. ტაიმის და ვილი სანიოლის თამაშის გაძლიერება სცადა – თორნიკე ოქრიაშვილი გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად შეიყვანა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის მაგიერ მოედანზე ვაკო გვილია შევიდა.

ჩვენებს შეტევის გაძლიერება ამის შემდეგაც ვერ მოხერხდა. ბერძნები დიდი უპირატესობას ფლობდნენ და სტუმრები გოლს ამწიფებდნენ. თუმცა, ჩვენებმა მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს. ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე რამდენიმე მცველს გასცდა და დაარტყა, თუმცა, მცველისგან ბურთი კუთხურზე გადავიდა. მე-80 წუთზე კი ხვიჩა აბურჯანიას გადაცემის დაგვირგვინებას შეეცადა და მეკარეს ვერ აჯობა. 85-ე წუთზე ჯარიმა ოქრიაშვილმა შეასრულა და ბურთი კარში გაუშვა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.

90-ე წუთზე ხრისტოს ცოლისის დარტყმის შემდეგ ვარ-მა შეამოწმა, გურამ გიორბელიძემ ხელით ითამაშა თუ არა და იყო თუ არა პენალტი. სამწუხაროდ, საბოლოოდ, თერთმეტმეტრიანი დარტყმა ჩვენს კარში დაინიშნა, რომელიც ბაკასეტასმა შეასრულა – ლორიამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა 0:1.

ეს ბოლო წუთზე მოხდა. არბიტრმა წუთები დაამატა, ჩვენების შეცდომით მალე დიმიტრიოს პეკლასმა ისარგებლა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ისევ წააგო 0:2.


საქართველო – საბერძნეთი (0:2)


გოლები: 0:2 ბაკასეტასი (90), 0:2 პელკასი (90+5)

09.10.2021. ბათუმი. „აჭარაბეთარენა“. უმაყურებლოდ.

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე – კანკავა, აბურჯანია (90+2. დავითაშვილი)- ლობჟანიძე (90+2. ქვილითაია), ჩაკვეტაძე (60. გვილია), კვარაცხელია – მიქაუტაძე (60. ოქრიაშვილი)

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

საბერძნეთი: ვლახოდიმოსიხაძიდიაკოსი, მავროპანოსი, ცაველასიანდრუცოსი, ციმიკასი, ბაკასეტასი, ბუხალაკისი, სიოპისი (85. მადალოსი) – მასურასი (78. ცოლისი), პავლიდისი (46. პელკასი)

მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვან სხიპი

გაფრთხილებები: კანკავა (68), ცაველასი (68), აბურჯანია (71), ანდრუცოსი (84), ბაკასეტასი (90+1)

დატოვე კომენტარი