ვილი სანიოლი - იმედგაცრუებულები ვართ, შემოდგომის მატჩები ჩვენთვის ძალიან რთული იყო #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.
„იმედგაცრუებულები ვართ. გვქონდა შეცდომები, რასაც ასეთ მაღალ დონეზე მეტოქე არ გაპატიებს.
შემოდგომის მატჩები ჩვენთვის მეტად რთული აღმოჩნდა. თუმცა მარტისთვის უნდა მოვემზადოთ, ვიპოვოთ გამოსავალი და უკეთესად ვითამაშოთ.
ნოემბრის მატჩებისთვის არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კაკაბაძე; ქოჩორაშვილს კლუბში არ აქვს საკმარისი სათამაშო პრაქტიკა, კვარაცხელია ტრავმის გამო ბოლომდე მზად ვერ იყო“.