ვილი სანიოლი ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარადგინა #1TVSPORT
ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი – კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა.
2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წარდგენა შემთხვევითი არ არის – ვილი სანიოლმა წარმატებას მაიღწია ნაკრებში, რომელმაც ზაფხულში დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად ითამაშა.
სანიოლის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის ჯგუფი მოიგეს, შემდეგ ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
გერმანიაში, ევრო 2024-ზე, აუტსაიდერად მიჩნეული საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.