ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩამდე რაზგრადში პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრასა და გუნდის მზადებაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.
„შესარჩევი ეტაპის გამარჯვებით დაწყება სასიამოვნოა, მაგრამ 29 ფეხბურთელი გვყავს და შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. დღევანდელი ვარჯიშზე გადაწყდება, თუ რა სათამაშო სქემას გამოვიყენებთ.
ხვალინდელ მატჩში წიტაიშვილი ვერ დაგვეხმარება, ამიტომ დღეს 28 ფეხბურთელით ვივარჯიშებთ. ეს ვარჯიში ფეხბურთელების აღდგენით პროცესს დავუთმეთ და მოთამაშეები თავს კარგად გრძნობენ.
სექტემბერში ამხანაგური შეხვედრიდან მსაჯის შეცდომებიც მახსოვს. მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამოჩნდა, რომ ახლა ბულგარეთი სექტემბერში ჩატარებული მატჩის შემდეგ განსხვავებულ ფეხბურთს ითამაშებს. ბულგარეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ ამ გუნდიდან არავის გამოვარჩევ – ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ.
გვინდა, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. მაგრამ ყველაფერს თამაში გვაჩვენებს. მთავარია, თუ ჩვენ როგორ ვითამაშებთ და შევინარჩუნებთ თუ არა იმ დინამიკას, რაც 6 თვის განმავლობაში გვქონდა. მიხარია, რომ მატჩს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება. ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის დიდი მოტივაცია იქნება“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.