ვილი სანიოლი - დავივიწყოთ ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგება, ეს სამომავლოდ სტიმული უნდა გახდეს #1TVSPORT
ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე მარტის მატჩებში საქართველოს ნაკრების მიზნებზე ილაპარაკა. ფრანგმა სპეციალისტმა გულახდილად ისაუბრა და მიანიშნა, რომ ესპანეთის, შვედეთისა და საბერძნეთის ჯგუფში ადეკვატური მიზნები უნდა გვქონდეს.
„ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს, მაგრამ რეალური ამბიციები უნდა გვქონდეს. რთული ჯგუფში მოვხვდით. ყველას გაუჭირდება, მათ შორის, ესპანეთსაც, საქართველომ კი ყველას არსებობა უნდა გაურთულოს. საამისოდ, ჩემი მიზანია, რომ პრიორიტეტი დისციპლინა და გუნდური თამაში გახდეს. ფეხბურთელებმა დისციპლინა უნდა დაიცვან და მოედანზე ყველაფერი ჩადონ“, – ამბობს სანიოლი.
საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა იმ იმედგაცრუებაზეც ილაპარაკა, რაც ნაკრებში 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებას მოჰყვა.
„ვიცი, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრის წაგება დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ჩვენ პროფესიონალი მოთამაშეები გვყავს და მათი ვალია, ასეთ დარტყმას გაუძლონ. პირიქით, ეს წაგება მოტივაცია უნდა გახდეს, რომ შემდეგში დიდი წარმატებას მიაღწიონ. მეტიც, ეს წაგება გუნდისთვის სტიმული უნდა გახდეს, რადგან გამოცდილებაა და სამომავლოდ უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა სანიოლმა.