ვილი სანიოლი - 2006 წლის ფინალის შემდეგ, ზიდანს ორი წელი არ ველაპარაკებოდი
ვილი სანიოლი - 2006 წლის ფინალის შემდეგ, ზიდანს ორი წელი არ ველაპარაკებოდი

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვილი სანიოლმა  ჟურნალისტებს ის ემოციები გაანდო,რომელიც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ჰქონდა.

„მატჩის შემდეგ, გასახდელში ზინედინ ზიდანმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ მე არ მივიღე მისი მობოდიშება, არ მინდოდა მასთან ლაპარაკი. არ იყო ბოდიშისთვის შესაფერისი დრო, რადგან ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით.

საპირფარეშოში წავედი და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიე. ამის შემდეგ, მე და ზიდანი ორი წელი არ ველაპარაკებიდით ერთმანეთს. 2008 წელს ქორწილი მქონდა და ჩემმა ცოლმა მირჩია მისი მოწვევა. მე მას დავურეკე, ერთად ვისადილეთ. ჩვენს შორის კარგი საუბარი შედგა“, – მოჰყავს სანიოლის სიტყვები Football Italia-ს.

2006 წლის ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. მატჩის 109-ე წუთზე ფრანგების ლიდერმა ზინედინ ზიდანმა მკერდში თავი ჩაარტყა იტალიელთა მცველს მარკო მატერაცის, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. პენალტების სერიაში იტალიამ 5:3 მოიგო.